წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 175 შპს “კავკასიის ციფრული ქსელები”-სთვის ISPC კოდის მინიჭების შესახებ

ნომერი: 175 / 15

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2004

მიღების თარიღი აპრილი 16, 2004

შპს „კავკასიის ციფრული ქსელები”-სთვის ISPC კოდის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელებმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 644 10.03.2004 წ.) მისთვის ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდის მინიჭების შესახებ.

შპს „კავკასიის„ ფლობს N 829 ლიცენზიას საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე. ამასთან, ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU–T) რეკომენდაციის თანახმად, ანიჭებს სახელმწიფო და რეგისტრაციაში ატარებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU).

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU–T) რეკომენდაციის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                              მიენიჭოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს” ISPC (საერთაშორისო სიგნალის კოდი) კოდი -     2-213-7    N 829 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2.                              ეთხოვოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას (ITU-T) რეგისტრაციაში გაატაროს შპს „კავკასიის ციფრული ქსელები”-სთვის მინიჭებული ISPC კოდი.

3.                              გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს    (მ. გოთოშია).

                     კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები