წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 179 სს „აზოტისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 179 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2004

მიღების თარიღი აპრილი 16, 2004

სს „აზოტისთვის„ სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სს „აზოტმა„ (რეგისტრირებული ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 30 ოქტომბრის N 9/5-25 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 12/196, 12.03.04) ქ. რუსთავის  ტერიტორიაზე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები განსაზღვრულია სს „აზოტი„ – სს „საქართველოს ელექტროკავშირის რუსთავის ფილიალის„ მიმართულებით სატელეფონო კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს სს „აზოტს„ 22321.25 მგჰც და 23329.25 მგჰც სიხშირეები ერთი წლის ვადით ქ. რუსთავში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მხოლოდ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.            აღირიცხოს სს „აზოტისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს სს „აზოტმა„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „აზოტისთვის„  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები