წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 18 შპს „ იმპერიას” ¹ 552 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 18 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2004

მიღების თარიღი იანვარი 16, 2004

შპს „ იმპერიას” N 552 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 64, 11.12.03.) მიმართა შპს „იმპერიამ” კომპანიის ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.

      ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „იმპერიას” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 552 (01.06.98.), რომელიც ითვალისწინებდა ქ. ახალციხეში ტელემაუწყებლობას მეორადი გამოყენების უფლებით მე-9 სატელევიზიო არხზე 20 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

      შპს „იმპერიამ” კომისიის N 121 (23.03.01.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია.

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმპერიას„ N 552 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების მიზნით კომისიის N 297 (04.07.03.) გადაწყვეტილებით განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

      კომისიის N 575 (07.11.03.) გადაწყვეტილებით შპს „იმპერიას” გაუგრძელდა N 552 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე, მისი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით (ამავე კანონის 391 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად) მოდიფიცირდა ლიცენზიის სახე და სახეობა. მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

შპს „იმპერია” აწარმოებს ქ. ახალციხეში ტელემაუწყებლობას მე-9 სატელევიზიო არხზე 20 ვტ. სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით. აღნიშნული სიმძლავრე ვერ უზრუნველყოფს  ქ. ახალციხის ტერიტორიაზე სატელევიზიო სიგნალის სამაუწყებლო დონეს აღნიშნულ არხზე სხვადასხვა ხასიათის ხელშემშლელი სიგნალების (მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გავრცელებული სატელევიზიო სიგნალების) არსებობის გამო.       კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმპერიამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 64, 11.12.03) ქ. ახალციხეში მე-9 სატელევიზიო არხზე გადამცემის 100 ვტ-მდე გაზრდილი სიმძლავრით სატელევიზიო მაუწყებლობის შესაძლებლობის თაობაზე.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ჩატარებული რადიოსაკონტროლო გაზომვითი სამუშაოების შედეგებზე დაყრდობით (რომელთა შედეგები მოცემულია შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის„ N 750; 18.12.03. წერილში) სატელევიზიო გადამცემის გადატანა ქ. ახალციხის სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე და მისი სიმძლავრის მომატება 100 ვატამდე გააუმჯობესებს N 552 ლიცენზიით განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობის ხარისხს და არ დაარღვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებულ პირობებს.

 კომისია, აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და აღნიშნულ ტექნოლოგიურ ცვლილებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის N 297 (04.07.03.) გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „იმპერიას„ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის ხელახალი გადაანგარიშება.

     „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391 და 453 მუხლების შესაბამისად, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის   განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-7 მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 10400 (ათი ათას ოთხასი) ლარით;

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (2080 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (1040 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

 4. უზრუნველყოს შპს „იმპერიამ” ამ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისთვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

 5. დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე) შპს „იმპერიის„ მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს „იმპერიის„  N 552 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

                                                                                                                                

კომისიის თავმჯდომარე                                                                            ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები