წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 180 შპს „ორბისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 180 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2004

მიღების თარიღი აპრილი 16, 2004

შპს „ორბისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე

ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ორბმა„ (რეგისტრირებული ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 სექტემბრის N 10/5/ბ-41 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1, 25.03.04.) თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

         კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის 16 მაისის კომისიის N 207 და N 211 გადაწყვეტილებებით შპს „ორბზე„ გაიცა ლიცენზია საკაბელო სატრანზიტო ქსელით მომსახურებაზე MMDS ტელემაუწყებლობის სისტემის გამოყენებით ქ. ფოთში და აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად მიენიჭა 2564-2612 მგჰც და 2636-2692 მგჰც სიხშირეები.

         მაღალსიხშირული მოწყობილობა (MMDS მრავალსეგმენტიანი გადამცემი) გამოყენებული იქნება 2.5-2.7 გგჰც სიხშირულ დიაპაზონში ლოკალური უმავთულო გამანაწილებელი ქსელების მშენებლობის მიზნით მრავალარხიანი მაუწყებლობის ორგანიზებისთვის.

               „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ე„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიეცეს ნებართვა შპს „ორბს„ მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.            უზრუნველყოს შპს „ორბმა" მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

5.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები