წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 184 შპს “ტექნო-მედია”-სათვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 184 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 16, 2004

მიღების თარიღი აპრილი 16, 2004

შპს „ტექნო-მედია”-სათვის  მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის გაცემის შესახებ

                                                                         

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N157 14.10.2003) მიმართა შპს „ტექნო-მედიამ„, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის თანახმად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსის წესით. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, 2003 წლის 7 ნოემბერს კომისიის N 574 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. სალიცენზიო ღირებულების საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1433.80 (ათას ოთხას ოცდაცამეტი ლარი და 80 თეთრი)  ლარით, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება - 2003 წლის 10 ნოემბრის 10:00 საათიდან 2004 წლის 9 იანვრის 17:00 საათამდე;

დადგენილ ვადაში კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ შპს „ტექნო-მედიამ„ წარმოადგინა, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ შესაბამის ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N1 17.02.2004 წ.), რომ შპს „ტექნო-მედიას„ მიერ მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან.

კონკურსი მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მოსაპოვებლად ჩატარდა 2004 წლის 20 თებერვალს. შპს „ტექნო-მედიას„ წარმომადგენელი გამოცხადდა საკონკურსო სხდომაზე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს „ტექნო-მედიის„ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა დაადასტურა რომ იგი თანახმაა მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს  1433.80 (ათას ოთხას ოცდაცამეტი ლარი და 80 თეთრი) ლარი.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის N 70/10 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ტექნო მედიამ„ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი (286,76) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (143,38  ლარი) გამოკლებით – 143,38 ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და  სალიცენზიო გადასახდელის 80 % ანუ 1003.66 (ათას სამი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ბ„ ქვეპუნქტის, 36 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 23 მაისის საკონკურსო სხდომის N 70/10  გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

 

1.                  მიეცეს N1396 ლიცენზია შ.პ.ს. „ტექნო-მედიას” მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება რადიოხაზების გამოყენებით;

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება ქ. თბილისში - 3930 მგჰც, 4030 მგჰც, 4110 მგჰც და 4190 მგჰც, ქ. ქუთაისში - 3930 მგჰც სიხშირითა და 1 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით;

2.                  შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3.                  შპს „ტექნო-მედიამ” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

4.                  ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

5.                  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

6.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ   სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები