გადაწყვეტილება N 185 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 23 აპრილის N 23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2004
მიღების თარიღი აპრილი 23, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის 23 აპრილის N 23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 23 აპრილის N 23 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 23 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხის (შპს ტელეკომპანია ქუთაისის„ N 64 ლიცენზიის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ) განხილვა 2004 წლის 30 აპრილის კომისიის N 24 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. წარმოდგენილ N 23 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 3 საკითხი:
· წითლი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის, სს გაერთიანებული ქართული ბანკისთვის„ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
3. დამტკიცდეს კომისიის N 23 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
