გადაწყვეტილება N 186 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 28 ივნისის N233 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2004
მიღების თარიღი აპრილი 23, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 28 ივნისის N233 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური საწარმო „ალექსანდრე ჭეიშვილი-სატელიტსერვისმა (რეგისტრირებულია ქ.ქუთაისის საოლქო საგადასახადოს მიერ 2000 წლის 20 აპრილს რეგისტრაციის N1234 საიდენტიფიკაციო N112780820) კომისიას მიმართა განცხადებით (18.03.2003 წ.) N1317 ლიცენზიის (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება) მოდიფიცირების თაობაზე.
ინდივიდუალური საწარმო „ალექსანდრე ჭეიშვილი-სატელიტსერვისი ახორციელებს საკაბელო ქსელით მომსახურებას ქ.ქუთაისში კომისიის 2002 წლის 28 ივნისს N223/1 გადაწყვეტილებით გაცემული N1317 ლიცენზიის საფუძველზე.
2004 წლის 16 აპრილს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება გახდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შეცვლა, აგრეთვე გამოყენებული მოწყობილობების ტექნოლოგიური ცვლილებები„. ინდივიდუალური საწარმო „ალექსანდრე ჭეიშვილი-სატელიტსერვისი„-ს მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია ლიცენზიის მოქმედების არეალის გაზრდა ქ. ქუთაისის ფარგლებში, რაც არ წარმოადგენს ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველს.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი ახალი ტექნიკური პროექტი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და მიზანშეწონილია პროექტში მითითებული სამოქმედო არეალის გაზრდასთან დაკავშირებით ინდივიდუალური საწარმო „ალექსანდრე ჭეიშვილი-სატელიტსერვისი„-სთვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ„ კომისიის 2002 წლის 28 ივნისის N233 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა .
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე და 453ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება ინდივიდუალური საწარმო „ალექსანდრე ჭეიშვილი-სატელიტსერვისი”-სთვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 28 ივნისის N233 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში , ასევე N1317 ლიცენზიაში და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა ქ.ქუთაისში, 2004 წლის 18 მარტს წარმოდგენილი ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სამოქმედო არეალის ფარგლებში„.
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
