წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 189 შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები”-ისთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 189 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2004

მიღების თარიღი აპრილი 23, 2004

შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები”-ისთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ, 03.07.1997 წელს, რეგისტრაციის N 5ა/4-1247). კომისიას მიმართა განცხადებით (N 25 22.03.2004 წ.), ქ. თბილისში ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად, წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის გათვალისწინებით, ითხოვს ნუმერაციის რესურსს 5000 სააბონენტო ნომრის ტევადობით. კომისისას მიზანშეწონილად მიაჩნია საწყის ეტაპზე შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებს” გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 425XXX-426XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომრის ტევადობით), ხოლო აღნიშნული რესურსის ათვისების შემთხვევაში ნუმერაციის დამატებითი რესურსის გამოყოფა განახორციელოს ეტაპობრივად.

2004 წლის 16 აპრილს სექტემბერს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო მონაცემები და სალიცენზიო მოსაკრებილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 36-ე მუხლის 2 პუნქტის „ბ.ა„ ქვეპუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 20-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს N 1395 ლიცენზია შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება             ქ. თბილისში;

2.                  მიეცეს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 425XXX-426XXX გამოყენების ნებართვა                 ქ. თბილისში ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად ლიცენზიის მოქმედების ვადით;

3.                   ლიცენზიის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის გაუქმების თაობაზე;

4.                  შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

5.                  შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა„ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

6.                  ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

7.                  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

8.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს       /მ. გოთოშია/.

კომისიის თავმჯდომარე                                                          ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები