წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 19 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 19 / 20

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2004

მიღების თარიღი იანვარი 16, 2004

         რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (N UMS-50/2163, 29.10.03.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის  KASUMKENT DAG - 25 TBK (ADD),  DYLYM DAG - 35 TBK (ADD), VACHI DAG – 29 TBK (ADD),  AHTY DAG - 26 TBK (MOD) და BELIJI-2 DAG - 41 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი საშუალებები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის KASUMKENT DAG - 25 TBK (ADD),  DYLYM DAG - 35 TBK (ADD), VACHI DAG – 29 TBK (ADD),  AHTY DAG - 26 TBK (MOD) და BELIJI-2 DAG - 41 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/2163, 29.10.03. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

                                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები