გადაწყვეტილება N 191 საზღვაო ხომალდებისთვის სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2004
მიღების თარიღი აპრილი 23, 2004
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („NAPLES”, „CONVALLARIA VI”, „FURKAN”, „DONNA DINA” და „LAGOS I”) გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0517 |
Kanika Marine Limited |
„NAPLES” |
4LWE |
213 434 000 |
- |
|
2 |
0518 |
Interinvest Consult Limited |
„CONVALLARIA VI” |
4LWF |
213 437 000 |
69373 |
|
3 |
0520 |
Seatrans Maritime & International Trade Co.Ltd |
„FURKAN” |
4LWH |
213 439 000 |
- |
|
4 |
0521 |
Mr.Abdel-Rahman A.Hassan El-Kashawy/Mr.Moustafa Mohamed Kamal Ibrahim |
„DONNA DINA” |
4LWI |
213 440 000 |
- |
|
5 |
0522 |
Royale Hotel Management Limited |
„LAGOS I” |
4LWJ |
213 441 000 |
- |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
