გადაწყვეტილება N 192 საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2004
მიღების თარიღი აპრილი 23, 2004
სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 117-ს, 16.03.04.) ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ქ.თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის სიხშირეები ერთი წლის ვადით დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
3. აღირიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (მ. ქადეიშვილი);
4. უზრუნველყოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
5. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
თ. ძაგნიძე
