წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 193 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 193 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 23, 2004

მიღების თარიღი აპრილი 23, 2004

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კომისიას მიმართა განცხადებით (TBI 04/274/VK, 22.04.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 469 2469 036) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები და ანტენები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 469 2469 036) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;  

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                           ვ. აბაშიძე

           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები