წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 197 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 197 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2004

მიღების თარიღი აპრილი 30, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 30 აპრილის N 24 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

 

1.            წარმოდგენილ N 24 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ხუთი საკითხი:

·               კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინტერნეშენელ ლიმითედისთვის”, სს „ოტელ თბილისისთვის”, სს „თიბისი ბანკისთვის„, შპს „დელტა სერვისისთვის” და ლილი ხახანაშვილის ი/ს „მეტეხისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე – სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 24 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                          (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).

                                

             კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები