გადაწყვეტილება N 198 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2004
მიღების თარიღი აპრილი 30, 2004
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეჩერდეს შპს ,,ტელეკომპანია ქუთაისის„ N64 ლიცენზიის მოქმედება ერთი თვით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს ,,ტელეკომპანია ქუთაის-ს;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში აღნიშვნა;
4. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
