წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 02 შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” შორის დავის განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 2 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2004

მიღების თარიღი იანვარი 09, 2004

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა\\\" და სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” შორის დავის განხილვის გადადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა\" და სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.

კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არსებული დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების დაზუსტება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს დავის განხილვის გადადებას.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გადაიდოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას\" და სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვა 2004 წლის 30 იანვარს 16:00 სთ-ზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია) კომისიას წარმოუდგინოს დასკვნა მხარეთა ურთიერთჩართვის ტექნიკური საკითხების თაობაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                         ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები