წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 200 შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების“ N843 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 200 / 6

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2004

მიღების თარიღი აპრილი 30, 2004

შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების„  N843 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 12/1-02, 02.02.2004 წ.) მიმართა შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა”  კომპანიის N 843 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 843 (18.02.1999 წ.), რომელიც ითვალისწინებდა 8-14 კოდის გამოყენებით საქალაქთაშორისო და საერთშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებას. შპს „კეთილი ნების კომუნიკაციებმა” კომისიის N 8 (09.10.2000 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის N 137/9(26.03.2003 წ.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების” N 843 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების” მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (28763 ლარის) საწყისი ოდენობის 20% (5752.6 ლარი) კომისიის ანგარიშზე, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%  (2876.3 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და სალიცენზიო მოსაკრებელი (3000 ლარი).

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის  საწყისი  ოდენობის   განსაზღვრისა   და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „კეთილი ნების კომუნიკაციების” N 843 ლიცენზიას 2014 წლის 12 თებერვლამდე;

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (20134.1 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

211402855

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (20134.1 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2237.15 ლარი - 2005  წლის 12 მარტამდე;

2237.15 ლარი - 2006  წლის 12 მარტამდე;

2237.15 ლარი - 2007  წლის 12 მარტამდე;

2237.15 ლარი - 2008  წლის 12 მარტამდე;

2237.15 ლარი - 2009  წლის 12 მარტამდე;

2237.15 ლარი - 2010  წლის 12 მარტამდე;

2237.15 ლარი - 2011  წლის 12 მარტამდე;

2237.15 ლარი - 2012  წლის 12 მარტამდე;

2237.15 ლარი - 2013  წლის 12 მარტამდე;

4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ  სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები