წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 201 შპს “ტექნო-მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 201 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2004

მიღების თარიღი აპრილი 30, 2004

შპს „ტექნო-მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „ტექნო-მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 236, 11.03.04.) თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების (რადიოსარელეო სადგურები) ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს  „ტექნო-მედია”, N 1396 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 16.04.2114.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს მონაცემთა გადაცემას და ინტერნეტის ქსელით მომსახურებას რადიოხაზების გამოყენებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები საქართველოში შემოტანილია კომისიის მიერ გაცემული გადაწყვეტილების (N 531/7; 10.10.03.) საფუძველზე.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ე„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო-მედიას” N 1396 ლიცენზიის მოქმედების ვადით მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის  შესაბამისად;

2.უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები