გადაწყვეტილება N 204 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2004
მიღების თარიღი აპრილი 30, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ 2003 წლის კომისიის 2002 წლის 19 ივლისის N 271/17 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით შემოსავლების მიღება დაიგეგმა 2,068,000.00 ლარის ოდენობით (დანართი 9). ფაქტიურად დარიცხულმა შემოსავლებმა დაგეგმილს 2,810,362.88 ლარით გადააჭარბა (135,90%) და 2003 წელს კომისიის მთლიანმა დარიცხულმა შემოსავალმა 4,878,362.88 ლარი შეადგინა (2002 წელთან შედარებით გაიზარდა 84.2 %-ით). მათ შორის:
- ლიცენზირებული ოპერატორების მიერ დარიცხულმა რეგულირების საფასურმა 3,449,236.05 ლარი (2002 წელთან შედარებით გაიზარდა 34.2 %-ით);
- სალიცენზიო გადასახდელმა (20%-ის სახით) 1,137,989.20 ლარი (მათ შორის 2003 წელს 1,059,786.80 ლარი და, რომელიც 2002 წელთან შედარებით 13-ჯერ გაიზარდა);
- კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში (შემდგომში ხაზინა„) გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხულმა უნივერსალური მომსახურების ფონდის შემოსავალმა - 291,137.63 ლარი;
2003 წელს კომისიის მიერ გაწეულმა საოპერაციო დანახარჯებმა შეადგინა 2,525,681.97 ლარი, რაც 490,681.97 ლარით (24,11 %-ით) მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებლებზე, რომელიც ძირითადად განაპირობა ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში (ძირითადი საშუალებების შეძენა; კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი; ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები; მივლინების ხარჯები; კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურების ხარჯები; წარმომადგენლობითი ხარჯები; მიმდინარე რემონტის ხარჯები და შრომის ანაზღაურება) დამატებითმა ხარჯებმა.
· ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 161853,17 ლარი შეადგინა, ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 111,853.17 ლარით (223,71 %-ით) მეტი. აპარატის სამეურნეო სამსახურის განმარტებით (განმარტებითი ბარათი თან ერთვის) დანახარჯების გადამეტება გამოწვეულია კომისიის ადგილმდებარეობის შეცვლამ და აპარატის სამსახურების ბევრად მეტ ფართზე განთავსებამ, რამაც შესაბამისად განაპირობა ავეჯის, ოფისის აღჭურვილობის, სატელეფონო აპარატების, კომპიუტერული ტექნიკის შეძენის აუცილებლობა, კერძოდ: აპარატის მუშაკთათვის კომპიუტერული ტექნიკის (70,972.35 ლარი), კონდენციონერის (12,960.00 ლარი), სხვადასხვა სახის ავეჯის (43,229.50 ლარი), სტაბილიზატორის (8,758.00 ლარი), ტელეფონის აპარატების (1,632.00 ლარი) შეძენა, კონდიციონერების დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოები (5,251.00 ლარი), დიზელ-გენერატორისათვის შენობის აშენება (4,620.00 ლარი), კომპიუტერული ლოკალური ქსელის მოწყობა (6,050.24 ლარი) და სხვ. ;
· კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯის მუხლში გაწეულმა დანახარჯებმა 85,975.22 ლარი, ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 50,975.22 ლარით (145.64 %-ით) მეტი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია ახალ ოფისში გადასვლასთან დაკავშირებულ პრობლემებთან და აისახება შემდეგნაირად:
- სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და ინტერნეტით სარგებლობის ხარჯები (67,140.20 ლარი). ხარჯებში აისახა აგრეთვე კომისიის 2002 წლის 6 თვის სატელეფონო საუბრების ღირებულებაც (15,291.00 ლარი);
- კომისიის ახალი ოფისისათვის წყლის განმხოლოებამდე კომისიის მიერ მთელი შენობის წყლის გადასახადის გადახდა (2,632.00 ლარი) და ასევე კომისიის მიერ წყლის მოხმარების ხარჯების გაზრდა (7,002.80 ლარი), რაც 2003 წლის 1 ნოემბრიდან წყლის ტარიფის გაზრდამაც (1 კბ.მ - 1.20 ლარიდან 4.80 ლარამდე) განაპირობა;
- ბუნებრივი აირზე გათბობის სისტემის მუშაობის გადაყვანამდე ელექტროენერგიის დანახარჯები (11,832.22 ლარი);
· ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯების მუხლში გაწეულმა დანახარჯებმა 60,404.40 ლარი ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 30,404.40 ლარით (101.35%-ით) მეტი შეადგინა. დანახარჯების გადამეტება გამოწვეულია:
- კომისიის ბალანსზე რიცხული მოძველებული ავტომანქანების გამუდმებული რემონტით 30,278.30 ლარი, რაც დასტურდება საბუღალტრო რეესტრებით.
· მივლინების ხარჯების მუხლში გაწეულმა დანახარჯებმა 56,539.08 ლარი, ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 16,539.08 ლარით (41.35%-ით) მეტი შეადგინა, რაც განპირობებულია აპარატის მუშაკთა მივლინების დროს ფაქტიურად გახარჯული თანხებით;
· კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ესქპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯების მუხლში გაწეულმა დანახარჯებმა 90,591.08 ლარი ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 65,591.08 ლარით (262.36 %-ით) მეტი შეადგინა.
· წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლში გაწეულმა დანახარჯებმა 3,311.76 ლარი, ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 811.76 ლარით (32.47 %-ით) მეტი შეადგინა, რაც განპირობებულია საერთაშორისო ექსპერტთა ხშირი ვიზიტებით და აპარატის მუშაკთათვის მუშა-სემინარების ჩატარებით.
· კომისიის ახალი შენობის კაპიტალურ რეკონსტრუქცია-რემონტზე გაწეულმა დანახარჯებმა 252,327,29 ლარი, ანუ ბიუჯეტით დამტკიცებულზე 202,327.29 ლარით (404.65 %-ით) მეტი შეადგინა. დანახარჯების გადამეტება გამოიწვია კომისიის ახალი შენობის კაპიტალურმა რემონტმა (2003 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ოფისის შეცვლის ალბათობა ვერ იქნებოდა გათვალისწინებული), კომისიის ნორმალური მუშაობისათვის აუცილებელმა სხვა სამუშაოებმა (გათბობა-გაცივების სისტემის დამონტაჟება, ელექტროენერგიის მეტროს ქვესადგურიდან მიღების, ელექტროენერგიისა და წყლის გამხოლოების სამუშაოებმა და სხვ.), რაც კომისიის საბალანსო აქტივებში აისახა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებულია ეკონომია:
- საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების დანახარჯებმა 24,535.29 ლარი, ანუ დაგეგმილზე 5,464.71 ლარით (18.22%-ით) ნაკლები.
- საბანკო მომსახურების ხარჯებმა - 3,678.48 ლარი, ანუ დაგეგმილზე 321.52 ლარით (8.04 %-ით) ნაკლები.
კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ 2003 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (N393/17, 08.08.2003წ.) საფუძველზე გამოცემული კომისიის თავმჯდომარის ბრძანების (N 6/12, 21.11.2003 წ.) შესაბამისად განისაზღვრა კომისიის აპარატის ქონებაზე მატერიალურ პასუხისმგებელ პირთა წრე და ჩატარდა ყოველწლიური ინვენტარიზაცია; მატერიალური საშუალებების შეძენა, საქვეანგარიშო თანხებისა და კომისიის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ტალონების გაცემა ხდება მხოლოდ სამეურნეო სამსახურის მიერ და ა.შ.).
2000-2003 წლების კომისიის მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების სისწორის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსექციის 2004 წლის 13 თებერვლის N 03/22 ბრძანების საფუძველზე ამავე ინსპექციის კონტროლის განყოფილების ინსპექტორების (ს. ადამია, ნ. ხმალაძე და დ. ჩხორთოლია) მიერ მ/წლის მარტში ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კომისიის ბუღალტერიის მიერ სწორად წარმოებს გაცემულ ხელფასსა და მასთან გათანაბრებულ განაცემთა ნაწილში სოციალური დაზღვევის გადასახადის დარიცხვა. აგრეთვე ზემოაღნიშნულ პერიოდში კომისიის მიერ თავისდროულად ხორციელდებოდა დამატებითი ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის 11 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები. სალაროს მოულოდნელი საკონტროლო შემოწმებისას დანაკლისი ან ზედმეტობა არ გამოვლენილა და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი სრულად შეესატყვისებოდა საბუღალტრო მონაცემებს (შემოწმების აქტი თან ერთვის).
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 26 აპრილის მდგომარეობით ხაზინაში გახსნილ სპეცილურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობამ შეადგინა 629,539.65 ლარი. საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების გადახდისა და სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის მიმდინარეობის შესახებ„ მ/წლის 19 მარტის კომისიის N 128/22 გადაწყვეტილებით სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების მქონე ლიცენზიის მფლობელ 25 კომპანიას მიეთითა დაეფარა დავალიანება ერთი თვის ვადაში (ანუ მ/წლის 19 აპრილამდე) და განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაისმებოდა საკითხი მათი კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით;
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მ/წლის 26 აპრილის მდგომარეობით (დანართი 5) ლიცენზიის მფლობელი 16 კომპანიის მხრიდან სალიცენზიო გადასახდელების დავალიანება შეადგენს 103,649.75 ლარს (შპს გვირგვინი„-594.14 ლარი, შპს მეგაკომი„-23,882.00 ლარი, შპს რუსთავი 2„- 52,636.00 ლარი, შპს თანამგზავრი„-779.00 ლარი, შპს ტელეკომპანია ქუთაისი„-1,198.05 ლარი, შპს ქართლი„-2,567.26 ლარი, შპს დია„-924.20 ლარი,შპს ოდიში„-2,995.12 ლარი, შპს აისი მე-20 არხი„-2,875.32 ლარი, შპს სამეგრელო„-3,637.00 ლარი,სპს თვალი„-2,995.06 ლარი, შპს იმპერია„-1,198.00 ლარი, შპს ავაზა„-315.00 ლარი, შპს სუპერპეიჯი„-1,461.60 ლარი, შპს იმერეთი 2000„-3,595.00 ლარი და შპს ტელეარხი 25„-1,997.00 ლარი). აქვე აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ხაზინაში ჩასარიცხი თანხა მ/წლის 26 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 226,973.67 ლარს. კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად მ/წლის 26 აპრილისთვის უნდა ჩარიცხულიყო 61,925.06 ლარი, ფაქტიურად ჩარიცხულია 34,939.72 ლარი (დანართი 1).
კომისიის 2003 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლის ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი აუდიტორული დასკნის (თან ერთვის) მიხედვით კომისიის მიერ შერჩეული სააღრიცხვო პოლიტიკა უზრუნველყოფს ანგარიშგების იმგვარად მომზადებას, რომ მასში წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ასახავს კომისიის სამეურნეო საქმიანობის შედეგებს. აქვე აუდიტორული შემოწმების მიმდინარეობისას აღმოჩენილ ფაქტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი შენიშვნებიდან და წინადადებიდან ირკვევა:
· ბუღალტერიაში ადგილი აქვს გამარტივებული ჩეკებით ოპერაციების ჩატარების შემთხვევებს, ნაცვლად სპეციალური ფაქტურითა და ზედნადებით, რაც საგრძნობლად ზრდის შიდა კონტროლის რისკს და საჭიროა გამკაცრდეს ზომები მათი აღმოფხვრის მიზნით;
· გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ანალიზური აღრიცხვა, რაც უფრო მოხერხებულს გახდის მათზე ჩატარებულ ოპერაციებს;
· საკითხის შესწავლის მომენტისათვის ვერ დადასტურდა სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე ჩახირცხული სალიცენზიო მოსაკრებლის 80%-ის განაწილების ფაქტი, რომელსაც კანონის თანახმად უნდა ახდენდეს სპეციალური საკონკურსო საბჭო. აუდიტორთა აზრით კომისიამ უნდა დააყენოს საკითხი აღნიშნული რესურსების გამოყენების შესახებ;
· გაძნელებულია ლიცენზიის მფლობელი კომპანიებისაგან რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა, რაც ხელს უშლის საანგარიშგებო პერიოდში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულად დადგენას და მიზანშეწონილად მიაჩნიათ განისაზღვროს კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარდგენის ზუსტი თარიღი და მათი დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაწესდეს საჯარიმო სანქციები;
· კომისია სრულად ვერ იყენებს კანონით მისთვის მინიჭებულ ადმინისტრირების ბერკეტებს, რათა გაამკაცროს მოთხოვნები ლიცენზიის მფლობელთა მიმართ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დროული წარდგენისა და დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით;
· სასურველია კომისიას ჰქონდეს კანონით მინიჭებული უფლება მაკონტროლებელი ორგანოებიდან ლიცენზიის მფლობელი კომპანიების შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა, რათა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების თაობაზე მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესადარისობაში დარწმუნების საშუალება გააჩნდეს;
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის პირობების შესრულების მონიტორინგისა და ულიცენზიოდ საქმიანობის შემთხვევების განხილვის შედეგების შესახებ„ მ/წლის 19 მარტის კომისიის N 119/20 გადაწყვეტილების საფუძველზე რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობისა და შესაბამისად თანხების კომისიის ა/ანგარიშზე გადაუხდელობისათვის ლიცენზიის მფლობელ ზოგიერთ კომპანიას (შპს აი თი ეს ტრანსკავკასიას„, შპს 23 მაისს„ და შპს საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრს„) მიეთითა, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი კომისიას უხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია თავისი ნორმატიული აქტით„. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ" კომისიის დებულების მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე". აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობისა და ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევას წარმოადგენს. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების შეუსრულებლობა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობა ან გადახდის ვადების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.„ ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მხოლოდ შპს საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრის„ მიერ იქნა სრულად დაფარული მასზედ რიცხული 5000 ლარის რეგულირების საფასურის დავალიანება.
ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან ჯერ კიდევ ადგილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში დიდი დაგვიანებით წარმოდგენას, რაც აფერხებს საანგარიშო პერიოდში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულ დადგენას. როგორც კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა, მ/წლის 29 აპრილის მდგომარეობით ლიცენზიის მფლობელ 3 კომპანიას (შპს აია 3„, შპს აისი„ და შპს TV-33„) ბოლო 3 და მეტი თვის განმავლობაში შემოსავლები არ ჰქონია ანუ პრაქტიკული საქმიანობა არ უწარმოებია. ლიცენზიის მფლობელ 50 კომპანიას (დანართი 2) ბოლო 3-10 თვის განმავლობაში, ხოლო 18 კომპანიას (დანართი 8) საერთოდ არც ერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშება.
ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2004 წელს გადახდილმა რეგულირების საფასურის თანხამ მ/წლის 29 აპრილისათვის შეადგინა 916,228.02 ლარი, ხოლო დავალიანებამ 1,021,471.25 ლარი (დანართი 3), რომელიც ირიცხებოდა 68 ლიცენზიის მფლობელ კომპანიაზე, რომელთაგანაც უმეტესი თანხა 1,016,854.08 ლარი (99.55 %) ლიცენზიის 26 მფლობელზე (დანართი 4) ნაწილდება (სს „საქართველოს ელექტროკავშირი”-421,320.00 ლარი, შპს მზე„-1,385.34 ლარი, შპს ტელეიმედი„-1,194.92 ლარი, შპს „ვანექსი”-14,758.98 ლარი, შპს „მეგაკომი”-3,692.50 ლარი, შპს „საქტელკომ პლუსი”-34,395.45 ლარი, შპს ფოპტნეტი„-2,063.50 ლარი, შპს ჯეონეთი„-3,052.44 ლარი, სს „ეგრისი”-121,396.53 ლარი, შპს აი თი ეს ტრანსკავკასია„-542.69 ლარი, შპს აიეტი ტვ„-7,810.35 ლარი, შპს „ალკომი”-527.48 ლარი, შპს „კავკაზუს ნეთვორქი”-1,865.02 ლარი, შპს მადი„-550.31 ლარი, შპს მეტაკომი„-1,505.02 ლარი, შპს „სანეტი”-1,832.06 ლარი, შპს სერვისი„-1,355.11 ლარი, შპს „საქართველოს ფოსტა”-5,857.00 ლარი, შპს „საქართველოს ტელეკომი”-233,615.40 ლარი, შპს სიტა„-1,604.13 ლარი, შპს ულტრაკომუნიკაციები„-526.69 ლარი, შპს „რუსთავი 2 ონლაინი”-78,355.54 ლარი, შპს „რუსთავი 2”-73,172.28 ლარი, შპს რიონი„-865.95 ლარი, შპს სუფსა ტექნოკომი„-2,444.49 ლარი და შპს GTC”-1,164.90 ლარი).
კომისია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული კომისიის უფლებამოსილებების ნორმალური და შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, კომისიის მიერ დამტკიცებულ (N394/17, 08.08.2003 წ.), 2004 წლის კომისიის ბიუჯეტში ასახულია კომისიის შემდგომი გამართული მუშაობისა და განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომისიის შემდგომი სტაბილური ფუნქციონირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის უფროსის ი. ხარებავას ინფორმაცია კომისიის 2003 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ;
2. დამტკიცდეს 2003 წლის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:
ა) დარიცხული შემოსავლები - 4,878,362.88 ლარი;
ბ) საოპერაციო ხარჯები - 2,363,828.80 ლარი;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები - 161,853.17 ლარი;
გ) პრემირების ფონდი - 1,176,340.46 ლარი;
დ) ფინანსური რეზერვის ფონდი - 1,176,340.46 ლარი.
3. დამტკიცდეს 2003 წლის კომისიის შემოსავლები 4,878,362.88 ლარის, ხოლო ხარჯები 2,525,681.97 ლარის ოდენობით;
4. დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი და გ. გოგელია):
ა) შპს გვირგვინის„, შპს მეგაკომის„, შპს რუსთავი 2„-ის, შპს თანამგზავრს„, შპს ტელეკომპანია ქუთაისის„, შპს ქართლის„, შპს დიას„, შპს ოდიშის„, შპს აისი მე-20 არხის„, შპს სამეგრელოს„, სპს თვალის„, შპს იმპერიას„, შპს ავაზას„, შპს სუპერპეიჯის„, შპს იმერეთი 2000„-ის და შპს ტელეარხი 25„ მიერ მათზე რიცხული სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების მ/წლის 19 აპრილამდე წარმოუდგენლობისთვის, ხოლო შპს აი თი ეს ტრანსკავკასიას„, შპს 23 მაისის„ და შპს საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრის„ მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობისთვის, მომზადდეს სათანადო ცნობები მათი კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
გ) აპარატის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე საქმის წარმოების დაწყება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის მთავარ ბუღალტერს (ი. აბულაძე):
ა) მომზადდეს სს „საქართველოს ელექტროკავშირი”-სთვის, შპს მზე„-სთვის, შპს ტელეიმედი„-სთვის, შპს „ვანექსი”-სთვის, შპს „მეგაკომი”-სთვის; შპს „საქტელკომ პლუსი”-სთვის, შპს ფოპტნეტი„-სთვის, შპს ჯეონეთი„-სთვის, სს „ეგრისი”-სთვის, შპს აი თი ეს ტრანსკავკასია„-სთვის, შპს აიეტი ტვ„-სთვის, შპს „ალკომი”-სთვის, შპს „კავკაზუს ნეთვორქი”-სთვის, შპს მადი„-სთვის, შპს მეტაკომი„-სთვის, შპს „სანეტი”-სთვის, შპს „საქართველოს ფოსტა”-სთვის, შპს „საქართველოს ტელეკომი”-სთვის, შპს სიტა„-სთვის, შპს ულტრაკომუნიკაციები„-სთვის, შპს „რუსთავი 2 ონლაინი”-სთვის, შპს „რუსთავი 2”-სთვის, შპს რიონი„-სთვის, შპს სუფსა ტექნოკომი„-სთვის, შპს GTC”-სთვის გასაგზავნი გამაფრთხილებელი შეტყობინებები, რეგულირების ყოველწლიური საფასურის მათზე რიცხული დავალიანებების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მათი კუთვნილი ლიცენზიების მოქმედების ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე;
ბ) გააძლიეროს კონტროლი კომისიის გადაწყვეტილებებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად ხაზინაში არსებულ სპეციალურ ანგარიშზე და კომისიის ა/ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელი თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობაზე;
გ) გაამკაცროს მოთხოვნები ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დროული წარდგენისა და დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით;
დ) სისტემატურ კონტროლზე აიყვანოს კომისიის აპარატის ანგარიშვალდებულ პირთა მიერ მათზე გაცემული თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების დროულად წარმოდგენა;
ე) გამკაცრდეს საქვეანგარიშგებოდ გაცემული თანხების კონტროლი მათი დროული დასაქონლებისა და დაბრუნების მიზნით;
ვ) გამკაცრდეს ზომები ნაცვლად გამარტივებული ჩეკებისა ბუღალტრული ოპერაციების სპეციალური ფაქტურითა და ზედნადებით ჩატარების შესახებ;
ზ) გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვისათვის გამოყენებულ იქნეს ანალიზური აღრიცხვა;
თ) სისტემატურ კონტროლზე აიყვანოს კომისიის 2004 წლის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შესრულების მიმდინარეობა;
ი) უზრუნველყოს კომისიის N1 გადაწყვეტილებით (01.07.2000წ.) დამტკიცებული დებულების საფუძველზე ფორმირებული სპეციალური ფონდების მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი;
კ) სისტემატურად წარმოადგინოს აპარატის თათბირებზე ინფორმაციები: კომისიის 2004 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ხაზინაში არსებულ სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელის 80%-ის, კომისიის ა/ანგარიშზე 20%-ის და ცენტრალურ ბიუჯეტში სალიცენზიო მოსაკრებელის ჩარიცხვის თაობაზე; ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში დროულად წარმოდგენისა და შესაბამისი თანხების კომისიის ა/ანგარიშზე ჩარიცხვის მდგომარეობის შესახებ;
6. დაევალოს ეკონომიკურ სამსახურს (გ. ბუთბაია) მოამზადოს შესაბამისი შეტყობინებები:
ა) სათანადო სტრუქტურებისადმი, სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე ჩახირცხული სალიცენზიო მოსაკრებლის 80%-ის, სპეციალური საკონკურსო საბჭოს მიერ განაწილების თაობაზე;
ბ) მაკონტროლებელი ორგანოებისადმი, კომპანიების მიერ წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების შესადარისობაში დარწმუნების მიზნით, ლიცენზიის მფლობელი კომპანიების შემოსავლების თაობაზე სათანადო ინფორმაციის მიღების შესახებ;
7. ეკონომიკური სამსახურის (გ. ბუთბაია), სამეურნეო სამსახურის (ი. ლორია) და აპარატის უფროსის (ი. ხარებავა) მიერ პერიოდულად მოხდეს სალაროს მოულოდნელი საკონტროლო შემოწმებები;
8. დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის (თ. ძაგნიძე) და ტექნიკურ (მ. გოთოშია) სამსახურებს სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე და ყოველკვარტალურად წარმოადგინონ შესაბამისი ინფორმაციები;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
