გადაწყვეტილება N 207 სს “თიბისი ბანკისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2004
მიღების თარიღი აპრილი 30, 2004
სს „თიბისი ბანკისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს „თიბისი ბანკმა” (რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1998 წლის 4 აგვისტოს N 090.010.003.337) კომისიას მიმართა განცხადებით (N 297/106-15, 26.04.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 2032221, 22.04.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს დაცვის ერთიანი სისტემის მოდემს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა სს „თიბისი ბანკს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 2032221, 22.04.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს სს „თიბისი ბანკმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
