წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 208 შპს „დელტა სერვისისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 208 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2004

მიღების თარიღი აპრილი 30, 2004

შპს „დელტა სერვისისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „დელტა სერვისმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 აპრილის N 1/4-40 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/57, 29.04.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N FRT-SI-1109, 15.04.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „დელტა სერვისს„ კომისიის გადაწყვეტილებით (N 155/13, 26.04.03.) მინიჭებული აქვს სიხშირეები რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს აღნიშნულ ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „დელტა სერვისს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N FRT-SI-1109, 15.04.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „დელტა სერვისმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

               კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები