გადაწყვეტილება N 209 ლალი ხახანაშვილის ი/ს “მეტეხისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2004
მიღების თარიღი აპრილი 30, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ლალი ხახანაშვილის ი/ს „მეტეხისმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 19 დეკემბრის N 7/1-2384 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 01/004; 28.04.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 51003030) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს ინტეროპტიკა„ ლიცენზიის (N 1369) პირობების შესაბამისად აწარმოებს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობები (საკაბელო ქსელის მაკომპლექტებელი კვანძები) გამოყენებული უნდა იყოს საკაბელო ქსელის ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ლალი ხახანაშვილის ი/ს „მეტეხს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 51003030) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
