წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 21 საზღვაო ხომალდებისთვის (“EKOLOGIA”, „ENERGIA” და “CAPTAIN AHMED-3”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 21 / 1

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2004

მიღების თარიღი იანვარი 16, 2004

საზღვაო ხომალდებითვის („EKOLOGIA, „ENERGIA”  და  CAPTAIN AHMED-3”)  

სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილით (GMTA-LAF-8/02, 05.01.03; GMTA-LAF-8/03; 05.01.03. და GMTA-LAF-8/04, 05.01.03.) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს  კანონის  42-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

 გადაწყვიტა:   

 1. მიეცეს  ნებართვა  საზღვაო  ხომალდებს  („EKOLOGIA”,  „ENERGIA”  და  „CAPTAIN AHMED-3”)  

  გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის  ნიშნები:   

N

ნებარ-  თვის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის

დასახელება

სახმობი

MMSI  N

Selective call

1

0493

Toki Shipping Ltd

„EKOLOGIA” 

4LGX

-

-

2

0492

Data Shipping Ltd.

„ENERGIA” 

4LGW

-

-

3

0495

Zakaria Fishing Company S.A.

„CAPTAIN    AHMED-3”

4LHL

213 124 000

-

 

2.  შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის   გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  ( თ.ძაგნიძე).

                     კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები