გადაწყვეტილება N 210 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2004
მიღების თარიღი მაისი 07, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 7 მაისის N 25 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 25 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ექვსი საკითხი:
· შპს რიონი„-ს N 251 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი);
· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, სააქციო საზოგადოება პირველი არხისთვის„ (რუსეთის ფედერაცია), სააქციო საზოგადოება ტელეკომპანია ნტვსთვის„ (რუსეთის ფედერაცია), სააქციო საზოგადოება საქართველოს სახალხო ბანკისთვის„ და ი/ს ილო ლაბაძესთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
2. დამტკიცდეს კომისიის N 25 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
