გადაწყვეტილება N 211 შპს “ეკვანტი საქართველო”-სთვის მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2004
მიღების თარიღი მაისი 07, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ეკვანტი საქართველომ” (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამრთლოს მიერ, 18.12.2003 წელს, რეგისტრაციის N 5ა/4-3843). კომისიას მიმართა განცხადებით (N1/04 29.03.2004წ.), მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
2004 წლის 30 აპრილს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „ექვანტ საქართველოს” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო მონაცემები და სალიცენზიო მოსაკრებილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.დ„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1400 ლიცენზია შპს „ექვანტი საქართველო”-ს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება (ქ. თბილისი);
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
3. შპს „ექვანტი საქართველომ” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს /მ. გოთოშია/.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
