წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 212 სს “ტელენეტი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 212 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2004

მიღების თარიღი მაისი 07, 2004

სს „ტელენეტი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე  ნებართვის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სს „ტელენეტმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/178 15.04.2004 წ.) მისთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად დამატებითი ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

სს „ტელენეტი„ ფლობს N 1366 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე. ამასთან, კომპანიას ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსი (505XXX-506XXX) თითქმის ათვისებულია. კომისის შესაძლებლად მიაჩნია, რომ სს „ტელენეტს„ გამოუყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 507XXX-509XXX N 1366 ლიცენზიის მოქმედების ვადით.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 20-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ„ ქვეპუნქტისა და 26-მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

 

1.                              მიეცეს სს „ტელენეტს” სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 507XXX-509XXX (სულ 3000 ნომერი) გამოყენების ნებართვა  ქ. თბილისში ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად N 1366 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2.                              ნებართვის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის გაუქმების შესახებ;

3.                              კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „ტელენეტი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

4.                              გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.                              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს                      (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები