წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 214 შპს “ავტოსერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 214 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2004

მიღების თარიღი მაისი 07, 2004

შპს „ავტოსერვისისთვის” სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ავტოსერვისმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 29 დეკემბრის N 7/4-2503 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ავტოსერვისის” საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექ. მომსახურების სადგურების ქსელის შექმნა. სიხშირეები განსაზღვრულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ავტოსერვისს” 442.800 მგჰც და 447.800 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;.

2.            აღირიცხოს შპს „ავტოსერვისისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს შპს „ავტოსერვისმა” კომისიაში სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ავტოსერვისისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები