წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 215 შპს “ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 215 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2004

მიღების თარიღი მაისი 07, 2004

შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურისთვის” სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ოქტომბრის N 06/4-1123 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 106; 23.04.04) ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. მარნეულში, ქ. თეთრი წყაროში, ქ. წალკაში, ქ. ბორჯომში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე და განცხადებით (N 311; 23.04.04) 451.050 მგჰც და 457.675 მფჰც სიხშირეების მინიჭების (კომისიის გადაწყვეტილება N 487/13, 13.12.02) გაუქმების შესახებ. შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურის” საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკუთრებისა და  მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოების დაცვა. სიხშირეები განსაზღვრულია დაცვის ობიექტებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-19 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.              მიენიჭოს შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურს” ერთი წლის ვადით ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. მარნეულში, ქ. თეთრი წყაროში, ქ. წალკაში, ქ. ბორჯომში ოპერატიული რადიოკავშირისთვის სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით და გაუქმდეს  451.050 მგჰც,  457.675 მგჰც სიხშირეების მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;

2.    კომერციულ საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.             აღირიცხოს შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (მ. ქადეიშვილი);

4.             უზრუნველყოს შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურმა” კომისიაში სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

5.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ატლანტი – უსაფრთხოების სამსახურისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

6.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

7.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები