წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 221 სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ“-სთვის (რუსეთის ფედერაცია) მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 221 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2004

მიღების თარიღი მაისი 07, 2004

სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ„-სთვის (რუსეთის ფედერაცია) მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოებამ „ტელეკომპანია ნტვ„-მ (რუსეთის ფედერაცია) კომისიას მიმართა განცხადებით თანდართული ტექნიკური მახასიათებლების  შესაბამისად  საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის გაცემის თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს მიწისზედა სათანამგზავრო სატელევიზიო სადგურს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა სააქციო საზოგადოება „ტელეკომპანია ნტვ„-ს (რუსეთის ფედერაცია) ერთი წლის ვადით შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობა დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის შესაბამისად;

2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.აცნობოს სააქციო საზოგადოებამ „ტელეკომპანია ნტვ„-მ (რუსეთის ფედერაცია) კომისიას შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის გატანის თაობაზე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

        

        

კომისიის  თავმჯდომარე                                                               ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები