გადაწყვეტილება N 223 ი/ს „ილო ლაბაძისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2004
მიღების თარიღი მაისი 07, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ი/ს ილო ლაბაძემ„ (ქ. ზესტაფონის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის N 47/0485; 23.02.04.) კომისიას მიმართა განცხადებით (06.05.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 82, 30.04.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. ი/ს ილია ლაბაძე„ ლიცენზიის (N 1399) პირობების შესაბამისად აწარმოებს საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მიტრისის„ სისტემის სამაუწყებლო სადგურს შემადგენელი ნაწილებით) გამოყენებული უნდა იყოს საკაბელო ქსელის ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ი/ს ილო ლაბაძეს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 82, 30.04.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს ი/ს ილო ლაბაძემ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
