გადაწყვეტილება N 225 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2004
მიღების თარიღი მაისი 14, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 14 მაისის N 26 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 26 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს სამი საკითხი:
· საქართველოს მილსადენი კომპანიისთვის (GPC), სს ბანკი ქართუ„-სთვის და შპს სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი);
2. დამტკიცდეს კომისიის N 26 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
