გადაწყვეტილება N 226 შპს “ტელერადიოკომპანია-ბორჯომის” ¹ 151 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2004
მიღების თარიღი მაისი 14, 2004
შპს „ტელერადიოკომპანია-ბორჯომის” N 151 ლიცენზიის
მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 123, 25.11.03.) მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია-ბორჯომმა” კომპანიის N 151 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ტელერადიოკომპანია-ბორჯომის” სახელზე 1996 წლის 20 დეკემბერს გაცემული იყო ლიცენზია N 151 (20.12.96), რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას მე-7 სატელევიზიო მეტრულ არხზე 10 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ბორჯომი).
შპს „ტელერადიოკომპანია-ბორჯომმა” კომისიის N 97 (16.03.01) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის N 7 (09.01.2004 წ.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „ტელერადიოკომპნია-ბორჯომის„ N 151 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
შპს „ტელერადიოკომპანია-ბორჯომის„ მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (5 941 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (1 188 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (594 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ტელერადიოკომპანია-ბორჯომის„ N 151 ლიცენზიას 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
2. შპს „ტელერადიოკომპანია-ბორჯომი„ ვალდებულია:
მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, რეკლამის შესახებ„, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;
- კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კვირაში ერთხელ კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;
- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
- დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
- კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
- განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;
- დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;
- უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
- წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
- კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
- რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;
- ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე;
3.ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (4 159 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (4 159 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
924 ლარი - 2004 წლის 14 ივნისამდე;
462 ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;
462 ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;
462 ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;
462 ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;
462 ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;
462 ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;
462 ლარი - 2011 წლის 31 იანვრამდე;
6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
