გადაწყვეტილება N 228 “შპს „რადიო იმედი“-სათვის საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 28 ოქტომბრის ¹ 554 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2004
მიღების თარიღი მაისი 14, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რადიო იმედმა” კომპანიის N 1378 ლიცენზიით განსაზღვრული 103.6 მგჰც სიხშირის შეცვლისა და კომისიის 2003 წლის 28 ოქტომბრის N 554 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე.
2003 წლის 28 ოქტომბრის კომისიის N 554 გადაწყვეტილებით შპს რადიო იმედის„ სახელზე გაცემულია ლიცენზია N 1378 საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე 15 გადამცემის გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ. ახალციხეში 103.6 მგჰც სიხშირეზე (რომელიც N 1378 ლიცენზიის შესაბამისად მინიჭებული აქვს შპს რადიო იმედს„) დაფიქსირებულია რადიოხელშეშლები. ჩატარებული რადიომონიტორინგის და სათანადო ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რადიოხელშეშლების წყარო მდებარეობს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
კომისია, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ რომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიო-რეგლამენტის შესაბამისი პროცედურების თანახმად, მავნე რადიოხელშეშლების აღმოფხვრის მიზნით მეზობელი ქვეყნის კავშირგაბმულობის ადმინისტრაციასთან ერთობლივად განსახორციელებელი სამუშაობის (ურთიერთკოოდინაციის პროცედურა) მიმდინარეობამ, შესაძლოა, დროის ხანგრძლივი პერიოდი მოიცვას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შეტანილი იქნეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 28 ოქტომბრის N 554 გადაწყვეტილებაში და შპს რადიო იმედს„ ქ. ახალციხეში რადიომაუწყებლობისთვის მიენიჭოს 101.5 მგჰც სიხშირე, (რომელზეც რადიომონიტორინგით რადიოხელშეშლები არ ფიქსირდება) ნაცვლად 103.6 მგჰც-სა, ლიცენზიით განსაზღვრული 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, რაც არ გამოიწვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებული პირობების დარღვევას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-5 პუქტის ვ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1.შეტანილ იქნეს ცვლილება კომისიის 2003 წლის 28 ოქტომბრის N 554 გადაწყვეტილების პირველი პუნქტში და ლიცენზიის საგნის მე-10 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
N |
სამაუწყებლო ზონა |
ანტენის განთ.ადგილი |
გეოგრკოორ |
ანტენის სიმაღლე მ |
სიხშ. მგჰც |
სიმძ. კვტ |
მაუწყ.საშ. რადიუსი, კმ |
|
10 |
6 |
ახალციხე |
42E57; 41N38 |
35 |
101.5 |
1 |
15 |
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის სიხშირეთა მონიტორინგისა და კოორდინაციის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
