გადაწყვეტილება N 230 შპს ტელეკომპანია „პირველი სტერეოსთვის“ სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2004
მიღების თარიღი მაისი 14, 2004
შპს ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის„ სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „პირველმა სტერეომ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 18 აგვისტოს N 5ა/4-1303 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 8, 26.04.04.) რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს ტელეკომპანია პირველი სტერეო„ N 325 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.11.) პირობების შესაბამისად აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისში მე-40 სატელევიზიო არხზე 10 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 28 ნოემბრის N 606 გადაწყვეტილებით შპს ტელეკომპანია პირველ სტერეოზე„ გაიცა ლიცენზია N 1375 (საეთერო სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობა) 10 გადამცემის გამოყენებით შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ბათუმი, სანავარდო (ყვარლის რაიონი), გორი, ბოლნისი, ცხრაწყარო (ბორჯომის რაიონი), ახალქალაქი, ქუთაისი, საჩხერე, სენაკი და ზუგდიდი.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ლიცენზიათა პაკეტით განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონებში განთავსებული სატელევიზიო გადამცემების განთავსების პუნქტებს შორის კომპანიას განზრახული აქვს ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით საკუთარი ციფრული ვიდეო-საინფორმაციო ნაკადების სინქრონიზაცია.
რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია სატელევიზიო სიგნალების გადაცემის სინქრონიზაციისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელეკომპანია პირველ სტერეოს„ 74 მგჰც სიხშირე შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: თბილისი, ბათუმი, სანავარდო (ყვარლის რაიონი), გორი, ბოლნისი, ცხრაწყარო (ბორჯომის რაიონი), ახალქალაქი, ქუთაისი, საჩხერე, სენაკი და ზუგდიდი შორის რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის„ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს ტელეკომპანია პირველმა სტერეომ„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მიღებაზე;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
