წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 231 შპს „აია-3”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 231 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2004

მიღების თარიღი მაისი 14, 2004

შპს „აია-3”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „აია-3„-მა (რეგისტრირებული ქ. წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 10 ოქტომბრის N 61/4-15 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 13, 24.02.04) თანდართული პროექტის შესაბამისად სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „აია-3”, N 1373 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისი„) გამოყენებით  წალენჯიხისა და ჩხოროწყუს  რაიონებში. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „აია-3„-ს 11715 მგჰც - 12023 მგჰც სიხშირული დიაპაზონი წალენჯიხისა და ჩხოროწყუს  რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „აია-3„-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „აია-3„-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „აია-3„-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

      კომისიის  თავმჯდომარე                                                         ვ. აბაშიძე                                                      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები