წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 234 შპს „ჯორჯია სექიურითისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 234 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2004

მიღების თარიღი მაისი 14, 2004

შპს „ჯორჯია სექიურითისთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების  გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ჯორჯია სექიურითმა„  (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის N 5ა/4-3390 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/1-52, 24.03.04), თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „ჯორჯია სექიურითს„ კომისიის გადაწყვეტილებით (N 261/13; 06.06.03) მიენიჭა სიხშირეები 150.550 მგჰც 156.500 მგჰც და 167.025 მგჰც, გამოყენების განუსაზღვრელი ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამ წესების ამოქმედებამდე ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის სიხშირის მინიჭების მოქმედების ვადა განისაზღვრა ამ წესების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით (2004 წლის 14 ივლისი).

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ჯორჯია სექიურითითვის„ ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის ვადა განისაზღვროს მინიჭებული სიხშირეების მოქმედების ვადით 2004 წლის 14 ივლისამდე.

სიხშირეები 150.550 მგჰც 156.500 მგჰც და 167.025 მგჰც, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული მაღალსიხშირული მოწყობილობებისთვის გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა შპს „ჯორჯია სექიურითს„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით მინიჭებული სიხშირეების მოქმედების ვადით 2004 წლის 14 ივლისამდე;

2.            უზრუნველყოს შპს „ჯორჯია სექიურითმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები