გადაწყვეტილება N 235 საზღვაო ხომალდებისთვის სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2004
მიღების თარიღი მაისი 14, 2004
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („ENAKIEVO” და „SAMUR 15”) გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0526 |
Streak Menagment Co. |
„ENAKIEVO” |
4LWN |
213 445 000 |
- |
|
2 |
0530 |
Samur 2 Shipping Co. S.A. |
„SAMUR 15” |
4LWR |
213 448 000 |
69483 |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
