წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 237 სს „ბანკი ქართუ“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 237 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2004

მიღების თარიღი მაისი 14, 2004

სს „ბანკი ქართუ„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სს „ბანკი ქართუ„-მ კომისიას მიმართა განცხადებით (N 10/018, 06.05.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 2032219, 30.04.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა (დაცვის ერთიანი სისტემის მოდემი) გამოყენებული უნდა იყოს დაცვის სისტემაში არსებულ ობიექტებთან რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა სს „ბანკი ქართუ„-ს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N 2032219, 30.04.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს სს „ბანკი ქარტუ„-მ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები