გადაწყვეტილება N 238 შპს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 14, 2004
მიღების თარიღი მაისი 14, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 11 ივნისის N06/4-776 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 41; 07.05.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 03522A; 04/03/2004) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა„ N604 ლიცენზიის შესაბამისად ქ. ფოთში აწარმოებს სატელევიზიო მაუწყებლობას 35-ე სატელევიზიო არხზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს სამაუწყებლო გადამცემ სადგურს (მისი შემადგენელი ნაწილებით) და გამოყენებული იქნება ქ. ფოთში 35-ე სატელევიზიო არხზე ტელეპროგრამების ტრანსლირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 03522A; 04/03/2004) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს შპს სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
