წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 239 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 239 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2004

მიღების თარიღი მაისი 21, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 21 მაისის N 27 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1. წარმოდგენილ N 27 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ხუთი საკითხი:

·        საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის,                    ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენი კომპანიისთვის, შპს „ლოგოსისთვის„ და შპს „მზესთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 27 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                          (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).

                                

             კომისიის თავმჯდომარის                                                     დ. პატარაია

   მოვალეობის შემსრულებელი                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები