წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 240 სს „საქართველოს სახალხო ბანკისთვის“ სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 240 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2004

მიღების თარიღი მაისი 21, 2004

სს „საქართველოს სახალხო ბანკისთვის„  სიხშირის მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს სახალხო ბანკმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 27 მარტის N 4/5-1 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 09065/708, 28.04.04) თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს სს „საქართველოს სახალხო ბანკს„ 169.125  მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს სს „საქართველოს სახალხო ბანკისთვის„ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.             უზრუნველყოს სს „საქართველოს სახალხო ბანკმა„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „საქართველოს სახალხო ბანკისთვის„ სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

კომისიის თავმჯდომარის

         მოვალეობის  შემსრულებელი                                                                      დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები