გადაწყვეტილება N 245 საქართველოს თვდაცვის სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2004
მიღების თარიღი მაისი 21, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს თვდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის მთავარმა სამმართველომ კომისიას მიმართა განცხადებით (M 219, 20.04.04.) საქართველოდან დროებით გატანილი (გერმანიაში დაგეგმილი კავშირგაბმულობის საერთაშორისო წვრთნის პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით) მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ ჰარისის„ ტიპის მიმღებ გადამცემ რადიოსადგურებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს თვდაცვის სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე დროებით გატანილი შმდეგი მაღალსიხშირული მოწყობილობები:ა) რადიოსადგური HARRIS RF 5800H-MP - 1 კ-ტი;
ბ) რადიოსადგური HARRIS RF 5800V-MP - 2 კ-ტი;
გ) აკუმულატორის დასამუხტავი მოწყობილომა 1 კ-ტი;
2. უზრუნველყოს საქართველოს თვდაცვის სამინისტრომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია
