წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 246 ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 246 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2004

მიღების თარიღი მაისი 21, 2004

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურისთვის მაღალსიხშირული   მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 47, 18.05.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1801, 26.04.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები („Icom”-ის ტიპის სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 1801, 26.04.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

             კომისიის თავმჯდომარის

მოვაეობის შემსრულებელი                                                                       დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები