წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 247 ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 247 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2004

მიღების თარიღი მაისი 21, 2004

ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე

ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/185-04, 21.05.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N GIA/A-008, 10.05.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა (სტაციონარული მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N GIA/A-008, 10.05.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარის

         მოვალეობის  შემსრულებელი                                                                      დ. პატარაია

          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები