წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 25 შპს “ეგრისისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 25 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2004

მიღების თარიღი იანვარი 16, 2004

შპს „ეგრისისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ეგრისმა”(რეგისტრირებულია ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში 2003 წლის 02 მარტს, რეგისტრაციის N 10/5/ბ-07) კომისიას მიმართა განცხადებით (N 2; 12.01.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 211; 11.11.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს MMDS  სისტემის სამაუწყებლო სადგურს შემადგენელი ნაწილებით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ეგრისს” შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით  (N 211; 11.11.03)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს შპს „ეგრისმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               ვ. აბაშიძე

                                

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები