წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 250 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 250 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2004

მიღების თარიღი მაისი 28, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 28 მაისის     N 28 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1. წარმოდგენილ N 28 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს შვიდი საკითხი:

·        საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, შპს „მობილფონი„-სთვის,                              შპს „ნიკა-95„-სთვის, შპს „ორიონი„-სთვის, შპს „ვეზირი„-სთვის, შპს „ჯეოსელი„-სთვის, და მოქალაქე ზურაბ მამუკელაშვილისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი);

2.  დამტკიცდეს კომისიის N 28 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                          (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს ( ი. ხარებავა).

                                

             კომისიის თავმჯდომარე                                                   ვ. აბაშიძე                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები