გადაწყვეტილება N 253 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 ნოემბრის ¹ 575/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2004
მიღების თარიღი მაისი 28, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 ნოემბრის N 575/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 64, 11.12.03.) მიმართა შპს „იმპერიამ” კომპანიის N 552 ლიცენზიით ქ. ახალციხეში მე-9 სატელევიზიო არხზე 20 ვტ. სატელევიზიო გადამცემის სიმძლავრის 100 ვტ-მდე გაზრდის თაობაზე.
ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს იმპერიას” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 552 (01.06.98.), რომელიც ითვალისწინებდა ქ. ახალციხეში ტელემაუწყებლობას მეორადი გამოყენების უფლებით მე-9 სატელევიზიო არხზე 20 ვატი სიმძლავრის გადამცემის საშუალებით.
შპს იმპერიამ” კომისიის N 121 (23.03.01.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს იმპერიას„ N 552 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების მიზნით კომისიის N 297 (04.07.03.) გადაწყვეტილებით განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
კომისიის N 575 (07.11.03.) გადაწყვეტილებით შპს იმპერიას” გაუგრძელდა N 552 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე, და ამავე კანონის 391 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოდიფიცირდა ლიცენზიის სახე და სახეობა. მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ. ახალციხეში მე-9 სატელევიზიო არხზე დაფიქსირებული იქნა სხვადასხვა ხასიათის ხელშემშლელი სიგნალების (მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გავრცელებული სატელევიზიო სიგნალები) არსებობა. სატელევიზიო სიგნალის სამაუწყებლო დონის უზრუნველყოფის მიზნით შპს იმპერიამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 64, 11.12.03) ქ. ახალციხეში მე-9 სატელევიზიო არხზე გადამცემის სიმძლავრის 100 ვტ-მდე გაზრდის შესაძლებლობის თაობაზე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ჩატარებული რადიოსაკონტროლო გაზომვითი სამუშაოების შედეგებზე დაყრდობით სატელევიზიო გადამცემის გადატანა ქ. ახალციხის სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე და მისი სიმძლავრის მომატება 100 ვატამდე გააუმჯობესებს N 552 ლიცენზიით განსაზღვრულ სამაუწყებლო ზონაში მაუწყებლობის ხარისხს და არ დაარღვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებულ პირობებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს იმპერიას„ N 552 ლიცენზიით განსაზღვრული სატელევიზიო გადამცემის სიმძლავრის 100 ვტ-მდე გაზრდის მიზნით, კომისიის N 18/9 (16.01.04.) გადაწყვეტილებით შპს იმპერიას„ N552 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა გადაანგარიშდა და განისაზღვრა 10400 (ათი ათას ოთხასი) ლარით.
შპს „იმპერიას” მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (10400 ლარი) 20% (2080 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (1040 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია კომისიის N575 (7.11.2003) გადაწყვეტილებაში სათანადო ცვლილებების შეტანა.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოუენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ„ დებულების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება კომისიის 2003 წლის 7 ნოემბრის N 575/6 გადაწვეტილების მე-2 პუნქტში, შესაბამისად N552 ლიცენზიაში და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა მე-9 სატელევიზიო არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ახალციხეში„;
2. შეტანილ იქნეს ცვლილება კომისიის 2003 წლის 7 ნოემბრის N 575/6 გადაწვეტილების მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7280 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1040 ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;
1040 ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;
1040 ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;
1040 ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;
1040 ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;
1040 ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;
1040 ლარი - 2011 წლის 31 იანვრამდე;„
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კონტროლის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
