გადაწყვეტილება N 254 შპს ,,ტელეკომპანია ქუთაისი’’-ს ¹64 ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2004
მიღების თარიღი მაისი 28, 2004
შპს ,,ტელეკომპანია ქუთაისი-ს N64 ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა„. ამავე კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, ხოლო დარღვევათა აღმოფხვრის შემდგომ ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად, კომისიის თავმჯდომარის 2004 წლის 1 მარტის N6/1 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შემოწმება, რომლის შესაბამისად დადგინდა, რომ:
1) შპს ტელეკომპანია ქუთაისი„ იყენებს 3885,0 მგჰც რადიოსარელეო სიხშირეს, ნაცვლად კომისიის 2001 წლის 1 აგვისტოს N376 გადაწყვეტილებით მინიჭებული 3940,5 მგჰც რადიოსარელეო სიხშირისა.
2) შპს ტელეკომპანია ქუთაისი„, N64 ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო არეალის ქ. ქუთაისის გარდა, საეთერო ტელემაუწყებლობას ახორციელებს ქ. ტყიბულში.
3) შპს ტელეკომპანია ქუთაისი„-ს მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები და არ არის გადახდილი რეგულირების ყოველთვიური საფასური.
საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე შპს „ტელერადიოკომპანია ქუთაისი”-ს (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის სასამართლოს 1997 წლის 24 აპრილის N12/4-635 დადგენილებით) ლიცენზია N 64 გაცემულია ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1995 წლის 3 აგვისტოს (ლიცენზიის საგანი: სატელევიზიო მაუწყებლობა პირველ მეტრულ სატელევიზიო არხზე, 20 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ქუთაისში). აღნიშნულმა კომპანიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში; მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გატარებულია სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში. 2002 წლის 25 ოქტომბერს კომისიის N408 გადაწყვეტილებით შპს „ტელერადიოკომპანია ქუთაისის” N 64 ლიცენზია მოდიფიცირდა და გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე. კომისიის 2003 წლის 1 აგვისტოს N376 გადაწყვეტილებით, შპს ტელეკომპანია ქუთაის„-ს მიენიჭა 3940.5 მგჰც სიხშირე ქ. ქუთაისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია ქუთაისი„-ს მიერ კომისიის 2001 წლის 1 აგვისტოს N376 გადაწყვეტილებით მინიჭებული 3940,5 მგჰც რადიოსარელეო სიხშირის თვითნებური შეცვლა 3885,0 მგჰც სიხშირით, N64 ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო არეალის თვითნებური გაფართოება და ქ. ტყიბულში მაუწყებლობა, აგრეთვე რეგულირების ყოველთვიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობა და რეგულირების ყოველთვიური საფასურის გადაუხდელობა წარმოადგენს N64 ლიცენზიით განსაზღვრული პირობების, შესაბამისად - კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლიცენზიის პირობების შესრულების მონიტორინგისა და ულიცენზიოდ საქმიანობის შემთხვევების განხილვის შედეგების შესახებ„ კომისიის 2004 წლის 19 მარტის N119/20 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია ქუთაისი-ს N64 ლიცენზიის შეჩერების შესახებ.
2004 წლის 16 აპრილს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას შპს ,,ტელეკომპანია ქუთაისი-ს უფლებამოსილ წარმომადგენელს (დირექტორი: მ. სანოძე) განემარტა რომ, შპს ტელეკომპანია ქუთაისი„-ს მიერ დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 4510-ე მუხლი, „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია. მას აგრეთვე განემარტა, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე„, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ, რომელთა გამოც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე„. შპს ,,ტელეკომპანია ქუთაისი-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (დირექტორი: მ. სანოძე) დარღვეული სალიცენზიო ვალდებულებების აღმოსაფხვრელად მოითხოვა ერთი თვის ვადა.
2004 წლის 30 აპრილს, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, მიიღო N198/3 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეკომპანია ქუთაისს„ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევათა აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ერთი თვის ვადა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2004 წლის 13 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს ტელეკომპანია ქუთაისი„-ს განცხადება (შემოსვლის N6/292-04), შპს ტელეკომპანია ქუთაისი„-ს ლიცენზია N64 მოქმედების შეჩერების თაობაზე„.
2004 წლის 13 მაისს კომისიაში შემოვიდა, აგრეთვე, შპს ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახური„-ს წერილი თანდართული მოხსენებითი ბარათით (N286/2 11.05.2004), ქ. ქუთაისსა და ქ. ტყიბულში შპს ტელერადიოკომპანია ქუთაისი„-ს მიერ სიხშირეების გამოყენებისა და გავრცელების არეალის შემოწმების (2004 წლის 4-6 მაისი) თაობაზე. აღნიშნული მასალებით და კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნით დასტურდება, რომ შპს „ტელეკომპანია ქითაის„-მა შეწყვიტა უნებართვო ტელემაუწყებლობა ქ. ტყიბულში და 3885,0 მგჰც რადიოსარელეო სიხშირის (ნაცვლად მინიჭებული 3940.5 მგჰც რადიოსიხშირისა) უნებართვო გამოყენება. გარდა აღნიშნულისა, შპს ტელეკომპანია ქუთაისი„-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების საფასურის ყოველთვიური გაანგარიშებები 2004 წლის აპრილამდე და გადახდილია რეგულირების ყოველთვიური საფასური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განახლდეს შპს ტელეკომპანია ქუთაისი„-ს N64 ლიცენზიის მოქმედება 2004 წლის 28 მაისიდან.
2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში აღნიშვნა;
3. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ინტერნეტში კომისიის გვერდზე და გაეგზავნოს შპს ტელეკომპანია ქუთაისს„ (გ. რატიშვილი).
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
