წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 255 შპს “ჯეოსელისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 255 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2004

მიღების თარიღი მაისი 28, 2004

შპს „ჯეოსელისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ჯეოსელმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 13 სექტემბრის N4/4-741 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 0001/AT/HK/400, 22.03.04) თანდართული პროექტის შესაბამისად რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს  „ჯეოსელი”, N 261, 02.04.97.; N 1139, 03.08.99. და  N 1365, 04.08.03.  ლიცენზიების პირობების შესაბამისად, აწარმოებს ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებას. სიხშირეები განსაზღვრულია კომპანიის საბაზო სადგურების ურთიერთკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ    

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „ჯეოსელს”  სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „ჯეოსელისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ჯეოსელისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები