გადაწყვეტილება N 256 საზღვაო ხომალდებისთვის სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2004
მიღების თარიღი მაისი 28, 2004
საზღვაო ხომალდებისთვის სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს (SABATIS M”, „HONG FA No.8”, „LAGOS 2” და „SVYATOY NICOLAY”) გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0529 |
Elter S.A.Construction & Holding Co. |
„SABATIS M” |
4LWQ |
213 447 000 |
- |
|
2 |
0532 |
Pioneer Logistics Limited |
„HONG FA No.8” |
4LWT |
213 450 000 |
- |
|
3 |
0534 |
Croft Sales and Distribution Ltd. |
„LAGOS 2” |
4LWV |
213 453 000 |
- |
|
4 |
0531 |
Sarwaya Shipping Limited |
„SVYATOY NICOLAY” |
4LWS |
213 449 000 |
- |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
