წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 258 შპს ”მობილფონისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 258 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 28, 2004

მიღების თარიღი მაისი 28, 2004

შპს ”მობილფონისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების     საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „მობილფონმა„ (რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბის რ-ნის სასამართლოს მიერ 1999 წლის   1 ივლისის N 2/4-687 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (N27/1-02 და N27/1-03) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N FRT-SI-1123 და N 1207462, 26.05.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (რეტრანსლატორი, სატარებელი და მობილური რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „მობილფონი” ფირმა „მოტოროლას” ავტორიზირებული დისტრიბუტორია საქართველოში და ახდენს ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანას მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „მობილფონს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული  დოკუმენტაციებით (N FRT-SI-1123 და N 1207462, 26.05.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „მობილფონმა” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბასიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები